გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ინდიანა პეისერსს“ შეხვდა და მოუგო – 129:115.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო. ჯამში 23 წუთი ითამაშა და გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. თამაშიდან 3 ბურთი ჩააგდო და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.
რეგულარული სეზონის ბოლო ტურის წინ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად პლეი-ინის თამაში მოუწევს, სადაც მისი მეტოქე ან „ჩიკაგო ბულსი“ ან „მაიამი ჰიტი“ იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში „ორლანდო“ პლეი-ოფის ზონაში გამსვლელ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს.
13 აპრილს ბოლო ტურის მატჩში კი „მეჯიქი“ სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings