in

გოგას სასტარტო და 14 მოხსნა გოლდენ სტეიტთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „გოლდენ სტეიტთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 99:104.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 20:09 წუთი გაატარა და თავის გუნდს 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ბითაძემ თამაშიდან მეტოქის ფარს 8-ჯერ შეუტია, საიდანაც 2 ტყორცნა იყო ზუსტი, ასევე 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება მოხსნებს, ქართველმა 8-ჯერ ბურთი – საკუთარი, ხოლო 6-ჯერ მეტოქის ფარიდან მოხსნა.

ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 გამარჯვებითა და 27 მარცხით მე-8 ადგილზეა.

ამრიგად, „ორლანდო მეჯიქი” 24 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს
იკავებს და მორიგ შეხვედრას 6 თებერვალს “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილმა მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, მაგრამ 9 ქულა ჩააგდო

ჩვენები ევროპულ გუნდებში გადავიდნენ: ბოსნიაში, სლოვაკეთსა და მალტაზე