გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბრუკლინ ნეთსს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა.
მიუხედავად სხვაობისა, სამი პერიოდი თანაბარი თამაში მიდიოდა, მეოთხე რაუნდში კი ბრუკლინელები აიწყვიტეს და 36:18 აჯობეს მეტოქეს.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 14 ქულა აიღო, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. სრული სტატისტიკა ასეთი ჰქონდა:
24 წუთი, 14 ქულა (7/6 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.
„ორლანდოს“ 5-5 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს „ჩიკაგოსთან“ გამართავს.
ზედიზედ მეექვსე თამაშში დამარცხდა „სან ანტონიო სპურსი“, რომლის მწვრთნელმა გრერ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი არც ამჯერად ათამაშა. „სპურსმა“ „ოკლაჰომასთან“ 87:123 წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings