in

გოგას დებიუტი ყოფილ გუნდთან შედგა: 9 წუთი და 6 ქულა – ვიდეო

გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი ითამაშა, ოღონდ უკვე ახალი გუნდის მაისურით.

საინტერესოა, რომ ქართველისთვის „ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ყოფილ გუნდთან „ინდიანა პეისერსთან“ მოუწია – 121:108 „პეისერსმა“ მოიგო.

გოგა მოედანზე მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოჩნდა და თითქმის სრულად, 9:24 წუთი ითამაშა. ჩვენიანის ანგარიშზეა 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი. 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმოდან კი ერთხელ ზუსტად ისროლა. ბურთი არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა.

„ორლანდოს“ რეგულარულ სეზონში 25 მოგება და 36 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს „ნიუ ორლეანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიის წინ: რა ვითარებაა ისლანდიამდე – ყველას ესმის რას ნიშნავს ეს თამაში

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მეცმა მოიგო – ფოტო