in

გოგამ ყველა ჩააგდო: ბითაძის ძირითადი, 13 ქულა და წაგება ლეგენდასთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და 115:121 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ მოედანზე 26:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას ყველა სროლა ზუსტი იყო, მან 5 დან 5 ორქულიანი და 1 დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

პირველი ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ, ორი მეოთხედის შემდეგ ფრე დაფიქსირდა – 55:55.
მესამე მეოთხედში „გოლდენ სტეიტმა“ 6 ქულით წინ გასვლა მოახერხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლეგენდა, სტეფ კარი გახდა, რომელმაც 36 ქულა ჩააგდო.

„ორლანდო მეჯიქს“ 19 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეთანხმდნენო და მიქაუატაძე მეცში ბრუნდება

ბრუნო ყველაზე მეტ მომენტს ჰქმნიდა 2023 წელს