გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მორიგი შეხვედრა შინ „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით მოიგო – 106:105.
ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთი ითამაშა და გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდო“ 14 მოგებითა და 9 წგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსთან“ ჩაატარებს.

ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმაც“, რომელიც შინ „შარლოტ ჰორნეტსთან“ დამარცხდა – 86:111.
ჩვენიანმა 16 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება და ერთი შედეგიანი პასია.
„ტორონტო“ 15 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings