NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ითამაშეს ჩვენმა კალათბურთელებმაც. საინტერესოა, რომ ორივე მათგანმა, ბითაძემაც და მამუკელაშვილმა 8-8 ქულა ჩააგდეს.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ოკლაჰომა სიტისთან“ დამარცხდა – 100:112.
ქართველი ცენტრი ისევ ორლანდოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ 22:11 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
გოგამ თამაშიდან 6 ბურთი ისროლა და 4 ჩააგდო.
ბოლო შეხვედრებთან შედარებით, სათამაშო დრო გაეზარდა სანდრო მამუკელაშვილს. „სან ანტონიომ“ „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და წააგო – 116:122.
სანდრო 18:10 წუთი ათამაშეს.
ჩვენიანმა 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. მამუმ მეტოქის ფარს 7-ჯერ შეუტია და 3 ბურთი ჩააგდო.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა (21 მოგება, 18 წაგება), ხოლო „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-15 ადგილზე (7 მოგება და 31 წაგება).
GIPHY App Key not set. Please check settings