in

გლოსთერმა კვესელაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა: დაცვის გაგლეჯვის საოცარი უნარი აქვს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე, რომელიც შარშან “შემოდგომის ერთა თასზე” ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონშიპის გამორჩეულმა გუნდმა “გლოსთერმა” ორწლიანი კონტრაქტით აიყვანა, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ინფორმაციას თავად სარაგბო კლუბის პრეს-სამსახური აქვეყნებს.

“კვესელაძემ ყურადღება თეთრ-წითელი მაისურის ჩაცმისთანავე მიიპყრო. მას სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდა და ვარსკვლავური ხიბლი კლუბსაც შესძინა. ფიზიკურად ძლიერ მორაგბეს ბურთის წაღებისა და მეტოქის დაცვის გაგლეჯვის გამორჩეული უნარი აქვს”, – წერის კლუბის პრეს-სამსახური.

ქართველმა ცენტრმა ინგლისური პრემიერშიპის კლუბის ყურადღება გასულ წელს “შემოდგომის ერთა თასზე” დიდებული თამაშის წყალობით (უელსთან მატჩში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ირლანდიას მაგარი ლელო დაუდო) მიიპყრო და დეკემბერში გლოსტერელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ გუნდში კვესელაძის დებიუტი წლეულს თებერვალში, ლონდონ აირიშთან მატჩში შედგა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო: ფასი 20 ლარია

ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 განადგურდა