საქართველომ ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთი ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა. ეს თამაშები განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელმაც ჯამში 4 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ნაკრების ისტორიაში ბომბარდირებში უკვე მეორე ადგილზეა 20 გოლით და ბევრი არ რჩება შოთა არველაძემდე, რომლის ანგარიშზე 26 გოლია.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მე-18 გოლით თემურ ქეცბაიას გადაასწრო და მესამე ადგილზეა. ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძეც და კვარაცხელიაც შოთა არველაძეს გადაასწრებენ და ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს გოლეადორობაში.
სოცქსელში მოკლე პოსტი გამოაქვეყნა თავად შოთა არველაძემ და ბიჭებს რეკორდის მოხსნა მალევე უსურვა.
შოთა არველაძე:
„ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“.
GIPHY App Key not set. Please check settings