საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წევრი, გიორგი ჯავახია კარიერას გრენობლში გააგრძელებს. მან ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ჯავახიას ფრანგული კარიერა ლიონში დაიწყო, რის შემდეგაც ის ორიაკში აღმოჩნდა. ქართველი სეზონის ბოლოს ორიაკიდან გრენობლში გადავა და კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, გრენობლში 2026 წლის ბოლომდე დარჩება.
”გიორგი ძალიან მაგარი მეორეხაზელია. ის მაგრად მუშაობს რაქსა და შერკინებაში. გარდა ამისა, პრო დ2-ში ბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წამღებია. 26 წლისაა და მას კიდევ შეუძლია განვითარება. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მან კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გვინდა, რომ პროგრესი გააგრძელოს”, – განაცხადა გრენობლის მწვრთნელმა გენგენბახერმა.
ჯავახიას PRO D2-ში ლიონსა და ორიაკში 73 მატჩი აქვს ჩატარებული. გიორგის ბორჯღალოსნების მაისური 8-ჯერ მოირგო.
GIPHY App Key not set. Please check settings