ერთ დროს საკმაოდ იმედისმომცემმა და პერსპექტიულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ 28 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დააასრულა.
ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ეკატერინბურგის “ურალში” თამაშობდა და ბოლოს 2019 წელს ითამაშა, მაგრამ სტაბილური ტრავმების გამო გუნდის დატოვება მოუწია.
2020 წლის ზამთარში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ცეცაძის დანიშვნის შემდეგ, ჭანტურიაც საბურთალოში დაბრუნდა, მაგრამ გიორგი კოხრეიძემ 10-ნომრიანი მაისური არ დაუთმო და მასაც და ცეცაძესაც თბილისური კლუბის დატოვება მოუწიათ.
ჭანტურია “საბურთალოს” საფეხბურთო კლუბის აღზრდილია, რომლის შემდეგაც “ბარსელონას” აკადემიაში ვარჯიშობდა და მეორე გუნდის გარდა, პირველ გუნდთან ერთადაც უწევდა თამაში. შემდეგ იყო არნემის “ვიტესი”, “ალანია”, “კლუჟი”, “ვერონა” (ოღნდ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია), “დუისბურგი” და ბოლოს ეკატერინბურგის “ურალი”.
გიორგი ჭანტურიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, ამხანაგურ შეხვედრებში ლიხტენშტეინისა და ალბანეთის კარის აღება მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings