in

გიორგი ცინცაძე: ჩემი ქვეყნისთვის თამაში უდიდესი ბედნიერებაა და თითოეული წამით ვამაყობ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპს იწყებს. შესარჩევის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი G ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც მისი მეტოქეები – უკრაინის, ესპანეთის და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები იქნებიან. მეორე ეტაპზე ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი გადის და იქ პირველ ჯგუფში დაფიქსერებული შედეგებიც მიყვებათ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს 26 ნოემბერს, სპორტის სასახლეში ჩაატარებს, სამ დღეში კი ესპანეთს ესტუმრება.

ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: თოკო და შერმადინი ნაკრებში მოდიან

მოახლოებულ მატჩებში საქართველოს ნაკრებს გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე ვერ დაეხმარებიან.

მოახლოებული მატჩების და საქართველოს ნაკრების სამომავლო მიზნებზე სასაუბროდ Sport4me.ge ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ ნაკრების რეკორდსმენს გიორგი ცინცაძეს ესაუბრა.

ტრავმა

სამწუხაროდ, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და 5-დან 8-თვემდე ვერ შევძლებ თამაშს. რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები.

მოახლოებული მატჩები

საქართველოს ნაკრებში 200-მდე მატჩი მაქვს ჩატარებული. ბევრი დიდი გამარჯვება ყოფილა ამ დროის განმავლობაში, ყოფილა ბევრი მარცხიც, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი ეს პერიოდი ნაკრების ნაწილი ვარ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ნაკრების დახმარებას რომ ვერ მოვახერხებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიჭები, რომლებიც პარკეტზე გავლენ, ყველაფერს იზამენ წარმატებისთვის.

მეტოქეების დახასიათება

უკრაინის ნაკრებთან ევრობასკეტზე მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, რაც მეტოქის დაუფასებლობით იყო გამოწვეული. სათანადოდ ვერ გავაცნობიერეთ მათი ძალა და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. ამჯერად, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ და მჯერა არც დავუშვებთ. უკრაინას საკმაოდ კარგი ტანმაღლები ჰყავს და ძირითადად აქცენტს სამწამიანზე აკეთებენ. მათი ლიდერები ისეთ გუნდებში გამოდიან, რომ ჩვენსავით კლუბებიდან მოთამაშეების ჩამოყვანის პრობელმა არ აქვთ და საკმაოდ კარგად არიან შეთამაშებული. მიუხედავად ამისა, მჯერა ილიას ზუროსს კარგად ექნება შესწავლილი უკრაინელთა თამაში. ამ თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, რადგან შესარჩევის გამარჯვებით დაწყება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ესპანეთს, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო გრანდია და ყველამ იცის რასაც წარმოადგენს, მაგრამ ზუროსის ხელმზღვანელობით არაერთხელ დაუმტკიცებელა ჩვენს ნაკრებს, რომ ნებისმიერ ნაკრებთან ბრძოლა და გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და მჯერა ამას მივაღწევთ.

მომავალი ევრობასკეტი

ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფი საქართველოში ტარდება და ეს მთელი ნაკრებისთვის დიდი მოტივაციაა. ევრობასკეტს მთავარია ყველანი ჯანმრთელი შეხვდეთ და შეგვეძლება საკალათბურთო სამყაროს სენსაციები შევთავაზოთ.

სუპერლიგა

ბოლო წლებთან შედარებით სუპერლიგის დონე აშკარად გაზრდილია. ეს ახაალგაზრდა მწვრთნელების დამსახურებაა. ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი გამოჩნდა, რომლებმაც გუნდებში ახლებული ხედვა შემოიტანეს. თსუ-ს საკალათბურთო გუნდს წელს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ წელს ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს. ვწუხვარ, ამ ეტაპზე გუნდს, რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ, იმედია პლეი-ოფის მატჩებისთვის შევძლებ მათ დახმარებას.

რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებშ ყველაზე მეტი 187 მატჩი ჩავატარე. ამ დროის განმავლობაში ბევრი კარგი და ცუდი პერიოდი გვქონია, მაგრამ ნაკრებში საქართველოს მაისურით, ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის თამაში უდიდესი ბედნიერებაა და თითოეული წამით მეამაყება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალის გარეშე დარჩენილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები: ხვიჩა მეათეა

ქართული ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკის ქარის თასზე იასპარეზებს