გიორგი ჩაკვეტაძე, ქართული ფეხბურთის იმედი და ახალი თაობის პირველი გაბრწყინების მაგალითია. მისი ჩინებული პერფორმანსები ერთა ლიგაზე ხომ საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ის “გენტში” გადავიდა, 7 ნომრიანი მაისურიც მოირგო და ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ… ქართველებისათვის დამახასიათებელ მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა რის გამოც, დაახლოებით 2 წელი გაუცდა. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ბელგიის ჩემპიონატი ფიზიკური კონდიციების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ახმაც მოთამაშეებსაც კი უჭირთ იქ თავის დამკვიდრება.
გასულ სეზონში კი იყო “ჰამბურგი”. სტარტი ნორმალური, მაგრამ ტიმ ვალტერმა ერთხელ თქვა: “ჩაკვეტაძეს იმიტომ არ ვათამაშებ, რომ ვარჯიშებზე არ იხარჯებაო”. ჩაკვეს გერმანული ვოიაჟი კი 12 მატჩში ჩაეტია და 1 გოლს 1 ასისტი წაამატა.
ბოლო პერიოდში იწერებოდა, რომ ის თბილისის “დინამოში” ბრუნდებოდა, მაგრამ უეცრად ვლადიმირ ვაისის “სლოვანში” ამოჰყო თავი და ახალი ფურცლეიც დაიწყო. ბათუმის “დინამოსთან” მატჩში მან 35 წუთი ითამაშა და მომენტებში ძველი ჩაკვეტაძე მართლაც გაგვახსენა, თუმცა უზარმაზარი შრომის გარეშე, წერტილოვანი გამონათებებით, არაფერი გამოვა.
ნამატჩევს აჭარის ტელევიამ ჩაკვეს ინტერვიუ სთხოვა: “შესაძლოა, ბევრმა “სლოვანში” გადასვლა უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვას, თუმცა აქ გურამ კაშია, ჯაბა კანაცა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვლადიმირ ვაისი არიან. იმედი მაქვს, რომ ვაისი ძველი ფორმის აღდგენაში დამეხმარება და თქვენც გაგახარებთ ძველებური ჩაკვეს დაბრუნებით”.
აღდგომა და ხვალეო ნათქვამია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის იმედი, სწორედ ისაა, რომ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთობლივად აბრუებდნენ მეტოქეებს. ამის პოტენციალი რომ არსებობს, ცალ-ცალკე ორივემ დაგვანახა, თუმცა ერთად ჯერ ვერ…
GIPHY App Key not set. Please check settings