იტალიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ახალგზარდა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი იპონით დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ფალავანმა 4 მეტოქეს ჩილელ ლუკას ფერნანდეს,იტალიელ სიმონე ავერსკას, ყაზახ შერზოდ დავლატოვსა და ებრაელ იამ ვოლჩაკს აჯობა.
ამავე წონაში გამოდიოდა შაქრო შათირიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას დაემშვიდობა.
GIPHY App Key not set. Please check settings