ინგლისურმა „უოტფორდმა“ ოფიციალურად დაადასტურა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი.
ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდში“ 1-წლიანი იჯარით მივა ბელგიური „გენტიდან“, ინგლისურ კლუბს ჩვენიანის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ჩემპიონშიპი მალე იწყება, „უოტფორდს“ პირველი ტურის მატჩი უკვე 5 აგვისტოს უწევს, „ქუინს პარკთან“.
„უოტფორდი“ სიხარულით ადასტურებს, რომ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კლუბს შეუერთდა.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 23 წლის მოთამაშე საერთაშორისო გამოცდილებით ჩამოდის. ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უოტფორდში, გიორგი!“, – წერია „უოტფორდის“ ოფიციალურ გვერდზე.
GIPHY App Key not set. Please check settings