საქართველლოს ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 11 ნოემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმის გამო, ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გმაოაკლდა, რომელიც აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა ჩაანაცვლა.
გიორგი მიქაუტაძემ შვედეთთან მატჩის შესახებ ბელგიურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა მატჩში ზლატანი ქართველი მცველების ფსიქოლოგიურად დათრგუნვას ცდილობდა.
“ზლატანი უდიდესი ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში ყველასთვის ურთულესია. წინა მატჩში შვედეთთან ის ქართველი მცველების შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდა და მოედანზე ხმაღლა საუბრობდა დიდებულ ზლატანზე”, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings