in

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირია: ქართველი ოქროს ბუცს მიიღებს

ევრო 2024 ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული და ისტორიულია. რამხელა ემოცია და წარმატება მივიღეთ, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ ერთი მოულოდნელობა დაემატა: ქართველი ფეხბურთელი გახდა ტურნირის თანაბომბარდირი. ვინ იფიქრებდა თუნდაც დაწყებამდე და თუნდაც მსვლელობისას. ისე აეწყო, რომ 3-გოლიანი გიორგი მიქაუტაძის კონკურენტებმა ბოლო შეხვედრებში (მათ შორის ფინალშიც) გოლები ვერ გაიტანეს და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმათ შორის მოხვდა, ვინც ევრო 2024-ის „ოქროს ბუცს“ მიიღებს.

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ისევე როგორც კიდევ სხვა ხუთმა. ქართველმა ჯგუფის სამივე მატჩსი გაიტანა – ჯერ თურქეთთან, მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან პენალტები გაიტანა.

ევრო 2024-ის „ოქროს ბუცი“:

გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 (4 მატჩი – +1 საგოლე პასი)
ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 (4 მატჩი)
ჯამალ მუსიალა გერმანია 3 (5 მატჩი)
კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 (6 მატჩი)
ჰარი კეინი, ინგლისი 3 (7 მატჩი)
დანი ოლმო, ესპანეთი 3 (7 მატჩი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი როდრია, საუკეთესო ახალგაზრდა – იამალი

მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა