in

გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება

იტალიური centotrentuno-ის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “ფროზინონეს” 22 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დამატებას სერია A-ს ორი გუნდი “კალიარი” და “ვერონა” ცდილობს.

პირველ მათგანში დიდი ცვლილებებია და გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას ახლა იწყებს. სარდინიელთა მთავარ მწვრთნელად ფაბიო პისაკანე დაინიშნა, ახალი სპორტული დირექტორი კი გვიდო ანჯელოცი გახდა.

ამ ორს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი სატრანსფერო ფანჯარა განიხილეს და პრიორიტეტებიც გამოიკვეთა. ირკვევა, რომ ზაფხულში ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის დამატებაც იქნება.

“კალიარის” ახალი სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი ის ადამიანია, რომელმაც კვერნაძე “ფროზინონეში” გადაიყვანა, ჩვენებურის შესაძლებლობების სჯერა და მის ტრანსფერზე მწვრთნელი პისაკანეც დასთანხმდა.

centotrentuno წერს იმასაც, რომ “კალიარის” კონკურენტად სერია A-ს კიდევ ერთი გუნდი “ვერონა” ეყოლება, რომელიც გიორგის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

ინფორმაციისთვის, კვერნაძემ გასულ სეზონში იტალიის სერია B-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას “ფროზინონესთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკაში ყველაზე კარგად მესის მაისურები იყიდება

ფოტო: ფატი ვასკესი – ლამინ იამალის გოგო: ვუნდერკინდზე 12 წლით უფროსია