რამდენიმე წუთისწინ, საბურთალოს 21 წლის მარჯვენა მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს დავუკავშირდით და პრესაში დაწერილი ინფორმაციის შესახებ ვკითხეთ. საქმე ეხება “ვალენსიას” მხრიდან არსებულ ინტერესს.
“ამ მომენტში კონცენტრირებული ვარ საბურთალოზე. ინტერესი მართლაც არის რამდენიმე კლუბისგან მათ შორის ვალენსიასგან, მაგრამ კონკრეტული არაფერი. ამ ეტაპზე საბურთალოს მნიშვნელოვან მატჩებზე ვარ კონცენტრირებული, ზამთარში კი დავსხდებით კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად და გადაწყვეტილებას მივიღებთ”.
აღნიშნულ ინფორმაციას “საბურთალოს” პრეს სამსახურიც ადასტურებს.
GIPHY App Key not set. Please check settings