in ,

გიორგი გეგია: გულშემატკივრებს ქუთაისში უშეღავათო ბრძოლას ვპირდებით – მარტვილელი ქომაგი იმსახურებს გუნდს ეროვნულ ლიგაში

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ პლეი-ოფის მატჩებია დარჩენილი და მომავალი ჩემპიონატები საბოლოოდ დაკომპლექტება. სერიოზული საფრთხის წინაშე ქართული ფეხბურთისთვის დიდი ტრადიციებისა და ისტორიის გუნდი ქუთაისის “ტორპედო”.

მოგეხსენებათ, ქუთათურები ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. პლეი-ოფის პირველი შეხვედრა “ტორპედომ” მარტვილში გამართა და 0:2 დამარცხდა. ცოტნე მონიავას გაწვრთნილმა “მერანმა” განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა. განმეორებითი შეხვედრა ქუთაისის სტადიონზე 12 დეკემბერს გაიმართება.

განვლილი მატჩისა და პლეი-ოფის შესახებ სასაუბროდ Sport4me.ge მარტვილის “მერანის” ფეხბურთელ გიორგი გეგიას დაუკავშირდა.

გიორგი გეგიამ “მერანის” მაისურით გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და დაცვაშიც დამაჯერებლად იდგა და შეტევებშიც აქტიურად ერთვებოდა. მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია. “ტორპედოსთან” წინა მატჩში კი, 50-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და ექიმები მოედნის დატოვებას ურჩევდნენ, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა თავისი გუნდისთვის.

გიორგი, “ტორპედოსთან” განვლილი შეხვედრა რომ შეაფასო, განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეთ.

პლეი-ოფში ქუთაისის “ტორპედოს” სახით ძალიან ტრადიციულ და ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. ვიცოდით, რომ წინ ურთულესი მატჩი გველოდა, მაგრამ მწვრთნელის დავალებები თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად შევასრულეთ და ერთ მუშტად და ერთიანი ძალისხმევით შევძელით მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში საჰაერო ორთაბრძოლისას თავის ტრავმა მიიღე და ექიმებმა მოედნის დატოვებაც გირჩიეს, შენ კი თამაში განაგრძე

ამაზე ბევრი არ მიფიქრია. არ მსურდა გუნდი დამეღალატებინა და მოედანი დამეტოვებინა. ალბათ, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა.

განმეორებითი მატჩი ქუთაისში გაქვთ, სადაც თამაში, მით უმეტეს ქუთაისელი გულშემატკივრების თანდასწრებით, ყოველთვის რთულია, ქუთაისში როგორ თამაშს ელოდები?

ქუთაისში თამაში არცერთი გუნდისთვის არის იოლი. მით უმეტეს ახლა, როცა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დარჩენას ეხება საქმე. “ტორპედოს” პატივს ვცემთ, ამგრამ ჩვენ ჩვენი მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ.

ბოლოს, რას ეტყოდი მარტვილელ გულშემატკივრებს გადამწყვეტი თამაშის წინ?

ჩვენს წარმატებაში გულშემატკივრების წვლილი ძალიან დიდია. მათ თანადგომას თითოეულ მატჩშში ვგრძნობთ. ეს ხალხი იმსახურებს თავიანთი ქალაქის გუნდს ეროვნულ ლიგაში და მათ ქუთაისში უშეღავათო ბრძოლას ვპირდებით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ გადაწყვიტა: ღამურები მამარდაშვილს გამოისყიდიან – ყველაფერი სამშაბათს გადაწყდება

მერაბ შარიქაძე: პენზასთან სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ და ხვალინდელი მატჩისთვის ორმაგი მოტივაციით ვემზადებით