in

გიორგი არაბიძემ ულსანს დავა მოუგო და სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს 

გიორგი არაბიძემ ყოფილ კლუბს, „ულსანს“ ფიფა-ში დავა მოუგო და სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს. 27 წლის ნახევარმცველმა კორეელებს იმიტომ უჩივლა, რომ კლუბმა ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი – ამის შესახებ სამხრეთკორეული გამოცემა sportsseoul-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

„გასული წლის ივლისში „ულსანმა“ დაიმატა ქართველი შემტევი ნახევარმცველი არაბიძე იმ იმედით, რომ მეორე ვაკო ყაზაიშვილს მიიღებდა. კონტრაქტის ვადა 3 წელი და 6 თვე იყო. მას დებიუტი K ლიგაში 18 აგვისტოს „სუვონის“ წინააღმდეგ ჰქონდა.

მწვრთნელად კიმ პან-გუნის დანიშვნის შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. გიორგიმ K ლიგაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. „ულსანმა“ არაბიძეს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ პროცესში კონფლიქტი წარმოიშვა. არაბიძემ, რომელიც საქართველოში თებერვალში დაბრუნდა, ფიფა-ში „ულსანის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გუნდმა კონტრაქტი დაარღვია.

ფიფა-მ საკითხი განიხილა და არაბიძე გაამართლა. ნათქვამი იყო, რომ კონტრაქტის დამრღვევმა „ულსანმა“ ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში წლიური ხელფასის ნაწილი უნდა გადაიხადოს. თანხა დაახლოებით 2,9 მილიონი დოლარია.

ამბობენ, რომ ეს ინციდენტი მწვრთნელ კიმის გათავისუფლების მთავარ მიზეზად იქცა. „ულსანი“ ფიფა-ს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში სააპელაციო საჩივარს შეიტანს“, – წერს სამხრეთკორეული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგაში მიდის: იჯარით ჰამბურგში

ხვიჩამ და პსჟ-მ შეკრება დაიწყეს