სანაკრებო მატჩები კი მოვილიეთ, მაგრამ მომდევნო თამაშებიც არ არის ძალიან შორს და ამიტომ ჩვენი გუნდის წევრების მდგომარეობა კვლავ ძალიან აქტუალურია. როგორი გამოვიდა ნაკრების ფეხბურთელებისთვის გასული უიქ-ენდები.
საბერძნეთში ლევან შენგელიას ოფი გამარჯვებული გამოვიდა „არისთან“ შეხვედრაში 3:2. შენგელიამ წინა ტურში გოლი გაიტანა, ამჯერად კი 2 საგოლე პასი მიითვალა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსაუხრა – 7.9. დამატებულ დროში შეცვალეს.
ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად 2:2 ეთამაშა „ელჩეს“. ჩვენიანს პირველი შედეგიანი მოქმედება აქვს – საგოლე პასი, რომლის შემდეგაც “გრანადა” დაწინაურდა. გიორგიმ 78-ე წუთამდე ითამაშა და Sofascore.com-ის მიხედვით საუკეთესო იყო ორივე გუნდში – 7.9, ხოლო Flashscore.com-ის ვერსიით – თავის გუნდში – 7.6.
კვიპროსზე, გიორგიმ გიორგიმ დაამწუხრა. გიორგი ქვილითაიას „არისმა“ სტუმრად 3:0 მოუგო გიორგი ლორიას „არადიპუს“. 63-ე წუთზე ქვილითაიამ 11-მეტრიანი გაუტანა ლორიას, რომელსაც 4 სეივი ჰქონდა. ქვილითაია 72-ე წუთზე გავიდა.
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ 2:1 მოუგო „პოგონს“. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი გოლის ეპიზოდში შედეგიანი გადაცემა შეასრულა (პირველი სეზონში). შეფასება – 7.1.
დანიაში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ სტუმრად 1:2 დამარცხდა „მიდტიულანდთან“. ქართველი ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასებაა 6.1.
სლოვაკეთში, გურამ კაშიას „სლოვანმა“ გასვლაზე 2:1 აჯობა „დუნაისკა სტრედას“. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. შეფასება – 6.5.
რუსეთში ლუკა გაგნიძის მოსკოვის „დინამომ“ 4:2 დაამარცხა „ახმატი“. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი მხოლოდ მეხუთე დამატებულ წუთზე შეუშვეს, თუმცა მოასწრო და მალევე გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ სეზონში ლუკამ მეორედ გამოიჩინა თავი.
GIPHY App Key not set. Please check settings