საქართველოს-ჩეხეთის ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1), პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარუ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო წუთზე არგაშვებული გოლით ბედნიერია.
ივან ჰაშეკი:
“ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ქულის აღებას. ვფიქრობ, გუნდებმა სანახაობრივი თამაში აჩვენეს, რომელიც გულშემატკივრებს მოსწონთ. სტადიონზეც შესანიშნავი ატმოსფერო იყო.
ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ასეთ გარემოში თამაში. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს. ამიტომაც არ გვინდა გავარდნა და შინ წასვლა. გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ევროპის ჩემპიონატზე.
თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში მეტოქერმ უპირატესობა მოიპოვა და გოლიც გაიტანა. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, 26-ჯერ დავარტყით, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ: მოხარული ვართ, რომ მოწინააღმდეგემ ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე შანსი ვერ გამოიყენა”.
GIPHY App Key not set. Please check settings