UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ცნობილ გამოცემა MMA Junkie-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.. ინტერვიუში “ქართველი ნინძა” მომავალ ბრძოლასა და სატიტულო ამახვილებს ყურადღებას.
“კატარის დამარცხების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლის გამართვის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ვიქნები. ვფიქრობ, კატართან ბრძოლის გარეშეც შემეძლო საჩემპიონო ბრძოლა, რადგან ჩემი აზრით რეალური კონკურენტი არავინ მყავს.
ხალხს ჩემი არ სჯეროდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ წონაში საუკეთესო ვარ და დამოუკიდებლობაც შეიცვალა ჩემ მიმართ. მიმაჩნია, რომ ჩემს წონაში ყველას დამარცხება შემიძლია. იანვარში კატარის წინააღმდეგ ვიჩხუბებ და შემდეგ უკვე წესით სატიტულო ბრძოლა უნდა მქონდეს”, – თქვა გიგა ჭიკაძემ.
გიგა ჭიკაძე მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, ლას ვეგასში, კელვინ კატარის წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings