in

გვჭირდება მოთამაშეები, რომელთაც პრაქტიკა აქვთ და არა მგონია ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს…

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საშინაო წაგებით დაიწყო, თურქეთთან 2:3. შეხვედრის მსვლელობისას გააძევეს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე ზურაბ ხიზანიშვილი მოვიდა.

„ვილის ჰქონდა ქოჩორაშვილის ეპიზოდზე რეაქცია, მომენტი შეაფასა და საკუთარი პოზიცია გამოხატა, მაგრამ ეს გასაწითლებელი ნამდვილად არ ყოფილა.

10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. მერე თურქეთიც 5-მცველიან სქემაზე გადაერთო და თავისუფალი ზონები შემცირდა. ამის შემდეგაც ვილისგან ვიღებდით დავალებას.

5-მცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, შეტევას ერთ კაცს ვაკლებთო. ოდესმე 4-მცველიანზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების და მოგების შემდეგ ამაზე საუბარი ადვილია. მაგრამ არა მგონია, რომ მომდევნო თამაშებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.
ასეთი დიდი მატჩების პირველივე წუთებიდან თამაში უნდა ვისწავლოთ.

მამარდაშვილს რაც შეეხება, ის მსოფლიო დონის გუნდშია. მაგრამ ისიც და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობენ და ესაა მოცემულობაა.
ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან ეს კონკრეტულ თამაშზე აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო, ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო.

ტაქტიკა პირველივე ტაიმში შევცვალეთ და 4-3-3-ზე გადავედით, მაგრამ ამასთან შეჩვევა იოლი არაა, დრო სჭირდება. მომავალ მატჩში შემადგენლობას იმის მიხედვით შევარჩევთ, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავაგვიანეთ: საქართველომ მსოფლიო წაგებით დაიწყო

ეს საქართველო უფრო რთული იყო: თურქეთის მწვრთნელი