in

გვჭირდება განსხვავებული გეგმებიც: სანიოლი გამოუყენებელ შანსებზე დარდობს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი გავიდა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და შეხვედრა ალბანეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

სანამ ახალი სქემა იმუშავებს: საქართველომ ალბანეთთან სხვანაირად წააგო

ვილი სანიოლი:

„განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ. ბევრი შემტევი ფეხბურთელით, რომლებსაც შეზღუდულ სივრცეებში შეუძლიათ თამაში. ვიცოდით, რომ ალბანეთის თავს დიდი ძალებით დაიცავდა და სივრცეს არ დაგვიტოვებდა.

ფეხბურთელებმა ალღო აუღეს ამ ტაქტიკას, თუმცა ბოლო მოძრაობა, ბოლო პასი ან დარტყმა გვაკლდებოდა. ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით.

ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული ტაქტიკური სქემის და სისტემის სახით.

ამ დროისთვის, საქართველოში ქოჩორაშვილის მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც მის პოზიციაზე ასეთ დონეზე ითამაშებს.
ტაქტიკის ცვლილება ნაწილობრივ ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო მოგვიწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის არყოფნაში ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია.

გიორგი მიქაუტაძეს კი რთული პერიოდი აქვს კლუბში. აკლია თავდაჯერება, რადგან ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თამაში. ვცდილობთ, რომ მივცეთ ის, რაც აკლია სათამაშო დრო, თავდაჯერება, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძეს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩების შედეგებზეც აისახებოდა”.

მომდევნო, მე-5 ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს შედგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანამ ახალი სქემა იმუშავებს: საქართველომ ალბანეთთან სხვანაირად წააგო

იმედგაცრუებულები ვართ: ლოჩოშვილის აზრით არ უნდა წაგვეგო