საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია. შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ როდესაც გუნდი გამარჯვებას აღწევს, იქ მწვრთნელიც ყოველთვის გამარჯვებულია.
ვილი სანიოლი მატჩის შემდეგ:
„არ მახსოვს თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალოდ ვუთხარი, ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში.
ვერ ვიაზრებ, რაც გავაკეთეთ. ახლა ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია. ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. გვქონდა ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.
გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ“.
GIPHY App Key not set. Please check settings