„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ წინასასეზონო მზადებასა და ლიგა 1-ში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„კარგად მოვემზადეთ. „ბაიერნთანაც“ კი შეგვეძლო წაგების თავიდან აცილება. კმაყოფილები ვართ მოსამზადებელი პერიოდით და ახალ სეზონს საუკეთესო განწყობით ვხვდებით.
მოუთმენლად ველი „ლანსთან“ პირველი ტურის შეხვედრას. კონკურენტები ვართ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ.
პირადი მიზნების დასახვა არ მიყვარს, ვცდილობ, თამაშის დროს ბოლომდე დავიხარჯო და მაქსიმალურად მონდომებული ვიყო. მინდა, გუნდს დავეხმარო, თუნდაც მწვრთნელმა დაცვაში მათამაშოს“, – თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings