in

გვეკუთვნოდა… ახალგაზრდული საქართველო ევროპის პლეი-ოფშია: ბოლო ნაბიჯიც

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, შინ, ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით, რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფში მეორე ადგილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია, როგორც პოზიციის ასევე დაგროვებული ქულების მხრივ.

პლეი-ოფის წილისყრა, 17 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის 2-მატჩიანი დაპირისპირებები, 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება. პლეი-ოფში ჩვენი სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, ნორვეგია.

რაც შეეხება თამაშს, ჩვენებმა უამრავი მომენტი შექმნეს, ხან საიდან ურტყეს და ხან საიდან, მაგრამ სტუმართა მეკარე ძალიან მაგრად იდგა. მეორე ტაიმში გოლი გავუშვით და რადგან ფრე ხელს არ გვაძლევდა, ცოტა სანერვიულოდ გაგვიხდა საქმე, მაგრამ ამის შემდეგაც შევუტიეთ და როგორც იქნა დაგვიფასდა: 61-ე წუთზე, ანგარიში ვასილ გორდეზიანმა თავური დარტყმით გაათანაბრა, რომელმაც ამ შესარჩევის პირველი გოლი სწორედ ქუთაისში გაიტანა. გამარჯვების გოლი ნოდარ ლომინაძის შეტევას მოჰყვა, რომლის დარტყმული რიკოშეტით გავიდა.
მოკლედ, გვეკუთვნოდა, რომ გაგვიმართლა, ისევე როგორც ბოლოსკენ, როდესაც ჩვენმა მეკარემ, ხარატიშვილმა ურთულესი ბურთი აიღო და გადაგვარჩინა.

საქართველომ დაიმსახურა ეს შედეგი და მხოლოდ ქების ღირსია ეს გუნდი მწვრთნელებიან-ბიჭებიანად.

U21. ევრო 2025. საკვალიფიკაციო ეტაპი. C ჯგუფი

საქართველო – ჩრდ. მაკედონია 2:1
15 ოქტომბერი. ქუთაისი. “რამაზ შენგელია არენა”. 3 202 მაყურებელი
გოლები: 0:1 ისაკი (52. ტრპჩევსკის პასით), 1:1 გორდეზიანი (61. მაისურაძის პასით), 2:1 ლომინაძე (71. აბუაშვილის პასით)

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე (70. მორჩილაძე), ხვადაგიანი, უგრეხელიძე, აზაროვი, ლომინაძე, ლ. გაგნიძე (84. ოდიშვილი), ო. მამაგეიშვილი (54. გორდეზიანი), ოდიშარია, აბუაშვილი (84. ეგოიანი), კვერნაძე
სათადარიგოები: მაქაცარია, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, ლაცაბიძე, გოცირიძე
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: რამანი (5), ჰამზიკი (24), ზლატკოვი (24), მაისურაძე (63), ხვადაგიანი (68), მორჩილაძე (87), დესპოტოვსკი (87), ლომინაძე (90), გორდეზიანი (90+1)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მსოფლიოში 30-ეა: ვინ არიან საუკეთესო ფეხბურთელები

ვიდეო: თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში