საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, ორ ტურში 1 ქულა აიღო და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიასთან მოგება სჭირდება პლეი-ოფში რომ გავიდეს. მოგეხსენებათ, 1/8 ფინალში გადიან ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი და პლუს 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი. გადავხედოთ ჯგუფებს და ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა პორტუგალიასთან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გაღწევა.
დავუშვათ გვაქვს ასეთი მოცემულობა: საქართველომ ფრეს მიაღწია პორტუგალიასთან და დააგროვა 2 ქულა შესაბამისად ბურთების მინუს 2 შეფარდებით.
A ჯგუფი
დღეს ერთმანეთს ეთამაშებიან შოტლანდია (1 ქულა) და უნგრეთი (0 ქულა). თუ ამათმა ფრედ ითამაშეს, გამოდის, რომ შოტლანდიას 2 ქულა ექნება და მე-3 ადგილზე გავა. სქოთებმა 1:5 წააგეს გერმანელებთან და შესაბამისად ჩვენზე უარესი ბურთების სხვაობა დაუჯდებათ. ანუ შოტლანდიას გავასწრებთ. ეს ერთი.
ანუ შოტლანდია-უნგრეთი აუცილებლად ფრედ უნდა დასრულდეს.
B ჯგუფი
ესპანეთი უკვე გავიდა და 1-ქულიან ალბანეთს ეთამაშება. შესაბამისად, გვაწყობს ესპანელების მოგება. მეორე შეხვედრაში იტალია ხვდება ხორვატიას და ვქომაგობთ იტალიელებს, თუნდაც ფრეს. ხორვატებს 1 ქულა აქვთ და თუ იტალიასთანაც მხოლოდ ქულა აიღეს, მათთაც 2 გაუხდებათ და ბურთების სხვაობა კი ცუდი აქვთ – მინუს 3. მოკლედ, ესპანეთმა უნდა დაამარცხოს ალბანეთი (ფრის შემთხვევაში ალბანეთი გაგვისწრებს მინუს 1 ბურთების გამო), ხოლო იტალიამ არ წააგოს ხორვატიასთან. სრულიად შესაძლებელია.
C ჯგუფი
აქ ურო რთულადაა საქმე. მოკლედ რომ ვთქვათ, გვჭირდება, რომ ინგლისმა დიდი ანგარიშით მოუგოს სლოვენიას, ხოლო დანიამ ნებისმიერი ანგარიშით სერბეთს. არის კიდევ ის, რომ სერბეთმა დიდი ანგარიშით მოუგოს დანიას. მოკლედ, ეს ჯგუფი უფრო ჩახლართული და ნაკლებად სავარაუდოა.
D ჯგუფი
ამ ჯგუფში ვერავის ვერ გავასწრებთ. პოლონეთი უკვე გავარდა, ხოლო ავსტრიას უკვე აქვს 3 ქულა, ანუ ჩვენზე მეტი (კიდევ ერთხელ, იგულისხმება, რომ საქართველომ პორტუგალიასთან ფრე ითამაშა და 2 ქულა მოუგროვდა).
E ჯგუფი
ამ ჯგუფზეც სალაპარაკო არაფერია, რადგან უკვე 4-ვე გუნდს (რუმინეთი, ბელგია, უკრაინა, სლოვაკეთი) აქვს 3-3 ქულა.
დასკვნის სახით, დღეს ვგულშემატკივრობთ შოტლანდია-უნგრეთის ფრეს, ხვალ კი ესპანეთს და იტალიას.
რატომაც არა!
P.S. ცხადია, აქ იგულისხმება, რომ მესამე ადგილზე ჩვენ გავალთ და ჩეხეთი ვერ გაგვასწრებს.
GIPHY App Key not set. Please check settings