in

გვაქვს რეალური შანსი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე: დღეს გადამწყვეტი თამაშია

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

17 ივნისს, რამაზ სვანიძის გუნდი პორტუგალიის ნაკრებს ტრენჩინში დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა ჟაბოკრეკის ბაზაზე გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართა ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად მედიის კითხვებს გიორგი აბუაშვილმა უპასუხა.

რამაზ სვანაძე:
“განწყობა ძალიან კარგია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ვიმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე. ვთამაშობთ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები.

ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა. მათ შორის ის, რომ ეს გუნდი უკვე შედგა. მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება ხვალინდელი შეხვედრა. ისევე როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ეს თაობაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში. ხვალ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ურთულეს მეტოქესთან დავაფიქსიროთ სასურველი შედეგი. მინდა ვნახო მოედანზე გუნდი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვყავდა. ის ფილოსოფია და მენტალობა, რომელიც სულ გვქონდა.

წინა თამაშებმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო და დღესაც აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს არ არის შეჩვეული. თუმცა, ხვალ ისეთი დღეა, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ”.

გიორგი აბუაშვილი:
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხასიათი გამოვავლინოთ , რაც ყოველთვის ჰქონდა ამ ნაკრებს. გვინდა, მოედანზე გავიდეთ და ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რთულია, ამ ინტენსივობით თამაში, თუმცა ხვალაც ანალოგიურ თამაშს ველოდებით და მზად ვართ როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაშვებული შეცდომებით გამოვასწოროთ, მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ”.

საქართველო – პორტუგალიის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports Georgia შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას როლი, პსჟ-ს დასწრება და ფიფას სიხარული

შოთა არველაძე თბილისის ლოკომოტივში მივიდა