in

გვარდიოლა პარკირებისთვის დააჯარიმეს: ინსპექტორმა ფოტო სთხოვა, მაგრამ… რა პასუხი მიიღო – ვიდეო

ორშაბათს ვიდეო გავრცელდა, სადაც „სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავის ავტომობილთან ბრუნდება, სადაც არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა.

ესპანელ მწვრთნელთან ინსპექტორი მივიდა. აღმოჩნდა, რომ პეპმა მანქანა ორმაგ ყვითელ ხაზთან გააჩერა, რაც აკრძალულია.

მამაკაცმა, რომელმაც დააჯარიმა სახელგანთქმული მწვრთნელი, ფოტოს გადაღება სთხოვა. გვარდიოლამ სხარტად მოიფიქრა პასუხი: „ფოტო გნებავთ? ჩემთან ფოტოსთვის უნდა გადამიხადოთ“.

ინსპექტორმა და კიდევ ერთმა, რომელიც იქვე იდგა, სიცილი დაიწყეს. გვარდიოლა კი მანქანასთან მივიდა, საჯარიმო ქვითარი აიღო საქარე მინიდან, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია: პირველად ტოპ ჩემპიონატში

ეს სადღაც უკვე გვინახავს: კოცნის გარდა ერმოსომ კიდევ მიიპყრო ყურადღება – მესი გაიმეორა