პეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
„სიტის“ დამრიგებელმა ბრიტანული ჟურნალის FourFourTwo-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, რომელმაც მოცემულ მომენტში საუკეთესო 50 მწვრთნელი ჩამოწერა. რეიტინგი ბოლო წლის განმავლობაში გუნდების შედეგების მიხედვით შეადგინეს.
ათეულში მოხვდნენ:
- პეპ გვარდიოლა – „სიტი“;
- კარლო ანჩელოტი – „რეალი“;
- იურგენ კლოპი – „ლივერპული“;
- ანტონიო კონტე – „ტოტენჰემი“;
- სტეფანო პიოლი – „მილანი“;
- მიკელ არტეტა – „არსენალი“;
- ტომას ტუხელი – „ჩელსიდან“ გაუშვეს სექტემბერში;
- გრემ პოტერი – „ჩელსიში“ მივიდა სექტემბერში;
- იულიან ნაგელსმანი – „ბაიერნი“;
- დიეგო სიმეონე – „ატლეტიკო“.
პსჟ-ს მწრთნელმა კრისტოფ გალტიემ მე-12 ადგილი დაიკავა, „ბარსას“ ჩავი მე-14-ეა, „იუნაიტედის“ ტენ ჰაგი – მე-15 ადგილზეა, ხვიჩას „ნაპოლის“ სპალეტი – 27-ე აღმოჩნდა.
ჟოზე მოურინიომ („რომა“) 35-ე პოზიცია დაიკავა, სიმონე ინძაგიმ („ინტერი“) – მე-40, გარეთ საუთგეითმა (ინგლისის ნაკრები) – 50-ე.
GIPHY App Key not set. Please check settings