პეპ გვარდიოლა ევროპის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგის სათავეში მოხვდა.
ESPN-მა წარადგინა ევროპის 50 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი.
სია შედგენილია ექვსი მახასიათებლის მიხედვით: სამწვრთნელო უნარები, სათამაშო სტილი, მართვა, კომუნიკაცია (უფროსების დარწმუნების უნარები, პრესასთან მუშაობა), მიღწევები, X-ფაქტორი.
რეიტინგში მხედველობაში მიიღეს მხოლოდ საკლუბო მწვრთნელები და მხოლოდ ისინი, ვინც მინიმუმ ერთი სრული სეზონი გაატარა დიდ ფეხბურთში.
რეიტინგის მიღმა დარჩნენ ის სპეციალისტები, რომლებიც ორ წელზე მეტია უმუშევარი არიან.
რეიტინგი ასეთი გამოვიდა:
- პეპ გვარდიოლა (სიტი);
- კარლო ანჩელოტი (რეალი);
- იურგენ კლოპი (კლუბის გარეშე);
- მიკელ არტეტა (არსენალი);
- ჩაბი ალონსო (ბაიერი);
- ლუის ენრიკე (პსჟ);
- სიმონე ინძაგი (ინტერი);
- ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა);
- მაურისიო პოჩეტინო (კლუბის გარეშე);
- ერნესტო ვალვერდე (ატლეტიკი);
- ტიაგო მოტა (იუვენტუსი);
- ტომას ტუხელი (კლუბის გარეშე);
- უნაი ემერი (ასტონ ვილა);
- დიეგო სიმეონე (ატლეტიკო);
- არნე სლოტი (ლივერპული);
- რუბენ ამორიმი (სპორტინგი);
- ჟოზე მოურინიო (ფენერბახჩე);
- ჰანს-დიტერ ფლიკი (ბარსელონა);
- სტეფანო პიოლი (კლუბის გარეშე);
- ჩავი (კლუბის გარეშე);
…
- მასიმილიანო ალეგრი (კლუბის გარეშე);
- ერიკ ტენ ჰეგი (მანჩესტერი);
- ანტონიო კონტე (ნაპოლი);
- ვენსან კომპანი (ბაიერნი).
GIPHY App Key not set. Please check settings