გუშინ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის “ბაიერნმა” მექსიკური “ტიგრესი” ბენჟამინ პავარის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მიუნხენელებმა 2008/09 წლების სეზონში კატალონიის “ბარსელონას” დაფიქსირებული შედეგი გაიმეორეს და ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს.
ბაიერნმა გვარდიოლას ბარსელონა გაიმეორა: 6 ტიტული სეზონში
ფლიკის 6 ტიტული: საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკია, ბომბარდირი 35 წლის ჟინიაკი
ჰანსი ფლიკი პეპ გვარდიოლას შემდეგ გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც საკუთარ გუნდს ტრიპლეტი შეასრულებინა. ფინალის დასრულების შემდეგ, პეპმა თავის ყოფილ გუნდს (გვარდიოლა “ბაიერნსაც” წვრთნიდა) გამარჯვება მიულოცა, მაგრამ აღნიშნა მისი ის “ბარსელონა” ამ “ბაიერნზე” გაცილებით ძლიერი გუნდი იყო.
“გილოცავთ 6 ტიტულს, მაგრამ შეგახსენებთ თქვენამდე სხვა გუნდი იყო. დავურეკავ მესის და კამპანიას. ვითამაშოთ მეშვიდე თასისთვის”, – ამბობს პეპ გვარდიოლა.
GIPHY App Key not set. Please check settings