ტრადიციულმა და ისტორიულმა გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა გელზენკიხერის “შალკე 04-მა” ოფიციალური გვერდის საშუალებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა.
შეგახსენებთ, 2003-2010 წლებში “შალკე 04”-ის ღირსებას ლევან კობიაშვილი იცავდა. გეტყვით იმასაც, რომ კობიაშვილი ჯაბა კანკავასთან ერთად არის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
2012/13 წლებში “შალკე 04”-ში ლევან ყენიაც თამაშობდა, მაგრამ მას გერმანული კლუბის დატოვება მალევე მოუწია.
GIPHY App Key not set. Please check settings