Foot Mercato უახლეს ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა.
ბოლო დღეებია ჩვენებურის “გალათასარაიში” ტრანსფერზე აქტიურად იწერება, ახლა კი ზემოთ აღნიშნული წყაროს გვამცნობს, რომ ქართველის მიმართ სერიოზულ ინტერესს “ლევერკუზენი” და “ევერტონიც” იჩენენ.
Foot Mercato წერს იმასაც, რომ “ლიონის” დატოვება არც თავად ფეხბურთელს სურს და მიქაუტაძესთან გაშორება არც თავად ფრანგულ გუნდს უნდა.
ადრე სპორტულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგის მიმართ ინტერესი ტურინის “იუვენტუსსა” და “ვესტ ჰემსაც” ჰქონდათ.
მოკლედ, მიქაუტაძეს ბევრი კლუბი აკვირდება, მაგრამ ოფიციალური წინადადებით (17 მილიონი პლუს ბონუსები) საქმეში მხოლოდ “გალათასარაი” ჩაერთო, თუმცა “ლიონმა” ეს შეთავაზება დაბლოკა.
დღეს კი უკვე ზემოთ ხსენებული 2 ახალი გუნდი გაჩნდა და ვნახოთ, შეიცვლის თუ არა ზაფხულში ქართველი კლუბს…
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „ლიონსა“ და „გალათასარაის“ შორის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შევიდა – ინფორმაციას ცნობილ იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ლიონმა“ „გალათასარაისგან“ ოფიციალური შეთავაზება მიიღო. თურქული კლუბი ფრანგებს 17 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს სთავაზობს, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძის გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს“, – წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ რთულ ფინანსური კრიზისშია და ახალი სეზონის დაწყებამდე დავალიანებას თუ ვერ გაისტუმრებს საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება.
ამ მიზნით კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძეა.
გამოყენებულია sportall-სა და 1tv-ის მასალები
GIPHY App Key not set. Please check settings