in

გერმანიის სევდა: ესპანეთი ნახევარფინალშია

ესპანეთის ნაკრებმა წყევლა დაძლია და ტურნირის მასპინძლის წინააღმდეგობა გაიარა. ევრო 2024-ის პირველი ნახევარფინალისტი საქართველოს ნაკრების გამგდები ესპანეთი გახდა, რომელმაც დამატებით დროში მოახერხა და მერინოს სასწაული ფრენა-თავურით გერმანიას ოცნება დაუმსხვრია.

წყევლას რაც შეეხება, საქმე ისაა, რომ ესპანეთი თავის ისტორიაში დიდ ტურნირზე 9-ჯერ შეხვდა მასპინძელ გუნდს და ყველა წაგებული ჰქონდა. მოგება აქაც ხელიდან მატჩის მიწურულს გაუშვა, თუმცა ზედ პენალტების სერიის წინ გაუმართლა. ისევე როგორც იმ ეპიზოდში, როდესაც მსაჯი სანახავად არ წავიდა და გერმანელების მოთხოვნა პენალტი გადაემოწმებინა, არ გაითვალისწინა: მუსიალას დარტყმული კუკურელიას აშკარად ხელზე მოხვდა.

ნაადრევი ფინალის მონაწილეებმა უხეში და ნაკლებად სანახაობრივი გეხბურთი აჩვენეს, თამაში პერიოდულად მწვავდებოდა და რამდენიმე ხიფათი კი შექმნეს, მაგრამ მოლოდინი ალბათ მეტი იყო. თუმცა პრაგმატულობა თანამედროვე ფეხბურთში უკვე ნორმაა.

ამის უთქმელობაც არც იქნება: დიდებული კარიერა დაასრულა ტონი კროოსმა, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ ოცნებები დამსხვრეულია.

ევრო 2024. 1/4 ფინალი

ესპანეთი – გერმანია 2:1 დდ 1:1
5 ივლისი. შტუტგარტი. “შტუტგარტ არენა”. 54 000 მაყურებელი

გოლები: 1:0 ოლმო (51. იამალის პასით), 1:1 ვირტცი (89. კიმიხის პასით), 2:1 მერინო (119. ოლმოს პასით)

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი (46. ნაჩო ფერნანდესი), ლაპორტი, კუკურელია, როდრი, ფაბიან რუისი (102. ხოსელუ-6.2), იამალი (63. ფერან ტორესი), პედრი (8. ოლმო), უილიამსი (80. მერინო), მორატა (80. ოიარსაბალი)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რიუდიგერი, ტა (80. მიულერი), რაუმი5 (57. მიტელშტედტი), ემრე ჯანი (46. ანდრიხი), კროოსი, სანე (46. ვირტცი), გიუნდოგანი (57. ფიულკრუგი), მუსიალა, ჰავერტცი (91. ანტონი-6.5)
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გაფრთხილება: რიუდიგერი (13), რაუმი (28), ლე ნორმანი (29), ანდრიხი (56), კროოსი (67), მიტელშტედტი (73), სიმონი (82), შლოტერბეკი (89. მოედნის გარეთ), ვირტცი (94), კარვახალი (100), როდრი (110), უნდავი (113. მოედნის გარეთ), ფაბიან რუისი (120. მოედნის გარეთ)

გაძევება: კარვახალი (120+6. მეორე გაფრთხილება)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: დანი ოლმო

გერმანიის ნაკრებს არ დაუმარცხებია ესპანეთი ბოლო 7 სატურნირო დაპირისპირებაში (4 მოგება, 3 ფრე). გერმანელთა უკანასკნელი გამარჯვება ევრო 88-თი თარიღდება – 2:0 (ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი).

ესპანეთის ნაკრებმა დიდი ტურნირის პლეი ოფში მასპინძელი ქვეყნის ნაკრები პირველად დაამარცხა.

ესპანეთის ნაკრებმა, მთავარ ტურნირებზე, დამატებითი დროის მეორე ნახევარში 3 გოლი გაიტანა. მიკელ მერინომდე (119-ე წუთი) ეს შეძლეს ანდრეს ინიესტამ (2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 116-ე წუთი) და ამანსიომ (ევრო 64, 115-ე წუთი).

მანუელ ნოიერი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვისაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული. მას მხოლოდ პორტუგალიელები – კრიშტიანო რონალდო (29) და პეპე (22) უსწრებენ. ამასთან, ნოიერმა ამ მაჩვენებლით თანაგუნდელ ბასტიან შვაინშტაიგერს (19) გადაასწრო (18).

ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატზე მე-15 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სერხიო რამოსსა და დავიდ სილვას გაუთანაბრდა. მათზე ერთი მატჩით მეტი ჩატარებული აქვთ ჟორდი ალბას, სესკ ფაბრეგასსა და ანდრეს ინიესტას (16).

ტონი კროოსმა კარიერაში ბოლო მატჩი გამართა. მას გერმანიის ნაკრებში 114 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

21 წლის და 63 დღის ფლორიან ვირტცი გახდა გერმანიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფებში.

ლამინ იამალი პირველი თინეიჯერია, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე ერთ ტურნირში 3 საგოლე პასი შეასრულა.

იულიან ნაგელსმანი:
„ვულოცავ ესპანეთს ნახევარფინალში გასვლას. პირველ ტაიმში თამაში გახსნილი იყო. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მე-60 წუთიდან კი ვჯობდით მეტოქეს. დავიმსახურეთ მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება.
ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ისინი არ იმსახურებდნენ გავარდნას. ყველას გვენატრება საკუთარი ოჯახები, მაგრამ არცერთ ჩვენთაგანს არ უნდოდა ევროს დატოვება. ეს მტკივნეული მარცხია“.

ლუის დე ლა ფუენტე:
„შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ შევაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ და დავტკბეთ გამარჯვებით. ვნახოთ, როგორ შევძლებთ ფიზიკური ფორმის აღდგენას. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენი ფეხბურთელი მზად არის ნახევარფინალისთვის. ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ვამაყობ იმით, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ისინი მიჩვეულნი არიან ყველაზე მაღალ დონეზე ბრძოლას და ახლა აქვთ შესაძლებლობა, ტურნირი მოიგონ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიჯის ვერ ვაჯობეთ

ანტიფეხბურთი: საფრანგეთი გოლს ვერ იტანს, მაგრამ ჩემპიონობისკენ მიდის