გერმანიაში პირველი წრე დასრულდა და გუნდები საშობაო-საახალწლო არდადაგებზე გაეშურნენ. ლიდერი ცხადია “ბაიერნია” და ალბათ მომავალი ჩემპიონიც ის გახდება. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დამაჯერებელია დორტმუნდის “ბორუსიაც”, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაში წააგო. აი ოთხეულისთვის ბრძოლა კი ალბათ ბოლომდე გაგრძელდება.
გუშინ უნდა გადაწყვეტილიყო ვინ დარჩებოდა ოთხეულში და ეს შანსი იმ მომენტისთვის მე-7 ადგილზე მყოფმა “ფრაიბურგმა” გამოუიყენა, რომელმაც ერთ-ერთ უშუალო კონკურენტი ლევერკუზენის “ბაიერი” მატჩის მიწურულს დაამარცხა და მესამე ადგილზე დაასრულა პირველი წრე. სხვათა შორის, ეს შედეგი “ფრაიბურგისთვის” საუკეთესო ისტორიაში. აქ პირველი წრე იგულისხმება.
თუმცა საოთხეულო ცხრილში სიმჭიდროვეა – “ფრაიბურგს” 29 ქულა აქვს, “ბაიერს” და ათამაშებულ “ჰოფენჰაიმს” 28, იქვე არიან “აინტრახტიც” და “უნიონიც” – 27 ქულა.
დორტმუნის” ბორუსიამ” ბოლო 5 მატჩიდან მარტო 1 მოიგო.
“ჰერტა” მესამე გუნდია ამ სეზონში, ვინც ჰაალანდს გოლი არ გაატანინა.
“ვოლფსბურგს” 5-მატჩიანი წაგებების სერია აქვს.
ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგს” 21 მატჩში 24 გოლი გაუტანა.
“ბაიერნმა” ზედიზედ 64-ე ბუნდესლიგურ მატჩში გაიტანა გოლი. მომდევნო შეხვედრა უკვე სარეკორდო იქნება.,
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის პირველი წრე 43 ქულით მოიგო. ეს საუკეთესო შედეგია 2015-ის მერე, როდესაც გუნდს გვარდიოლა ედგა სათავეში.
„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშია 20:4.
ტომას მიულერმა „ბაიერნის“ რიგებში 400 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. მისი დებიუტიდან მარტო მესის, ბუსკეტს და მანდანდას უთამაშიათ ერთ კლუბში უფრო მეტი ტოპ 5 ლიგაში.
ლევანდოვსკიმ 2021 წელს ბუნდესლიგაში 43 გოლი შეაგდო და მიულერის რეკორდი მოხსნა.
ლევანდოვსკი: „ამაყი ვარ, რომ მიულერის რეკორდი მოვხსენი. 2021 წელს ახალ დონეზე გავედი“.
ბუნდესლიგა – XVII ტური
ბაიერნი – ვოლფსბურგი 4:0
ლაიპციგი – არმინია 0:2
ჰოფენჰაიმი – გლადბახი 1:1
ფიურტი – აუგსბურგი 0:0
აინტრახტი – მაინცი 1:0
ბოხუმი – უნიონი 0:1
ჰერტა – დორტმუნდი 3:2
ფრაიბურგი – ლევერკუზენი 2:1
კიოლნი – შტუტგარტი 1:0
GIPHY App Key not set. Please check settings