მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ნახევარმცველი, ტონი კროოსი კარგა ხანია ბუნდესნაკრებში აღარ ბურთაობს. გეხსომებათ, იოაჰიმ ლიოვმა შეუქცევადი გაახალგაზრდავების პროცესი რომ დააანონსა და არაერთი 30+ მოთამაშე ნაკრებს გარეთ დარჩა.
ცხადია, ეს კროოს არ ეხებოდა, თუმცა ტონიმ თავად გადაწყვიტა ნაკრებისგან განცალკევება. “INFINITE DE MADRID” კი იტყობინება, რომ ჰანზი ფლიკი გამალებით ცდილობს ტონის ნაკრებში დაბრუნებას მუნდიალისთვის.
ჰო, კროოსს “რეალთან” კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება და დიდია იმის ალბათობა, რომ ტონი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
GIPHY App Key not set. Please check settings