in

გერმანია კაპუტ, ინგლისში მოგება დაივიწყეთ, სომხეთი ეძახე და… მუნდიალის შესარჩევი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები დასრულდა. წუხანდელ საღამოს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. გერმანიამ, რომელსაც მუნდიალის შესარჩევში ბოლოს უხსოვარ დროში წააგო (20 წლის წინ წააგო ბოლოს მუნდიალის შესარჩევი მატჩი), შინ ჩვენი ცოდვით სავსე ჩრდ მაკედონიასთან წააგო. ამასობაში თვალსა და ხელს შუა საოცარ შედეგებს აჩვენებს ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც ჯგუფში, არც მეტი არც ნაკლები, და გერმანიას თავზე წამოაჯდა.

ინგლისის ნაკრები საშინაო მატჩებში წაუგებელია და მისი მომგები ჯერ არც არავინ ჩანს. ასევე ძალიან კარგია დანია, აი უკრაინას კი კრიზისი დაეწყო.

C ჯგუფი

ლიეტუვა – იტალია 0:2
გოლები: 0:1 სენსი (47), 0:2 იმობილე (90+4-პენ)
იტალია (4-3-3): დონარუმა – ტოლოი, მანჩინი, ბასტონი (89. აჩერბი), ემერსონი (56. სპინაცოლა) – პესინა (62. ბარელა), ლოკატელი, პელეგრინი (46. სენსი) – ბერნარდესკი, იმობილე, ელ-შაარავი (46. კიეზა).

ჩრ. ირლანდია-ბულგარეთი 0:0

D ჯგუფი

ბოსნია – საფრანგეთი 0:1
გოლი: 0:1 გრიზმანი (60)
საფრანგეთი (4-4-2): ლორისი – პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი – კომანი (59. ჟირუ), პოგბა, რაბიო, ლემარი (90. სისოკო) – გრიზმანი, მბაპე.

უკრაინა – ყაზახეთი 1:1
გოლები: 1:0 იარემჩუკი (20), მუჟიკოვი (59)

F ჯგუფი

მოლდოვა – ისრაელი 1:4
გოლები: 1:0 კარპი (29), 1:1 ზაჰავი (45+2), 1:2 სოლომონი (57), 1:3 დაბური (64), 1:4 ნატხო (66)
გაძევება: ნიკოლაესკუ (50. მოლდოვა)

შოტლანდია – ფარერები 4:0
გოლები: 1:0 მაკგინი (7), 2:0 მაკგინი (53), 3:0 ადამსი (60), 4:0 ფრეზერი (70)

ავსტრია – დანია 0:4
გოლები: 0:1 სკოვ ოლსენი (58), 0:2 მაელე (63), 0:3 ჰოიბერგი (67), 0:4 სკოვ ოლსენი (74)

I ჯგუფი

ანდორა – უნგრეთი 1:4
გოლები: 0:1 ფიოლა (45+2), 0:2 გაზდაგი (51), 0:3 კლაინჰაისლერი (58), 0:4 ნეგო (90), 1:4 (პუიოლი (90+3-პენ)

ინგლისი – პოლონეთი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (19-პენ), 1:1 მოდერი (58). 2:1 მაგუაირი (85)

ინგლისი: პოუპი – უოკერი, მაგუაირი, სტოუნზი, ჩილველი – ფილიპსი, რაისი, ფოდენი (86. ჯეიმსი) – მაუნტი, კეინი (89. კალვერტ-ლიუინი), სტერლინგი (90. ლინგარდი).

სან მარინო – ალბანეთი 0:2
გოლები: 0:1 მანაი (63), 0:2 უზუნი (85)

J ჯგუფი

სომხეთი – რუმინეთი 3:2
გოლები: 1:0 სპერტსიანი (56), 1:1 ჩიკალდაუ (62), 1:2 ჩიკალდაუ (72), 2:2 ჰაროიანი (87), 3:2 ბარსეგიანი (89)
გაძევება: პუშკაში (77. რუმინეთი)

გერმანია – ჩრ. მაკედონია 1:2
გოლები: 0:1 პანდევი (45+2), 1:1 გიუნდოგანი (63-პენ), 1:2 ელმასი (85)
გერმანია: ტერ-შტეგენი – ემრე ჯანი, გინტერი (88. მუსიალა), რიუდიგერი, გოსენსი (56. იუნესი) – გორეტცკა, კიმიხი, გიუნდოგანი – ჰავერტცი (56. ვერნერი), გნაბრი, სანე.

ლიხტენშტაინი – ისლანდია 1:4
გოლები: 0:1 საევერსონი (12), 0:2 ბიარნასონი (45+1), 0:3 პალსონი (77), 1:3 ფრიკი (79), 1:4 სიგურიონსონი (90+4)

ბენილუქსში ჩასვლა სახიფათოა, რონალდოს ჩაუთვალეს, თურქეთი მოულოდნელად გაჩერდა – მუნდიალის შესარჩევი

მარტო იტალიამ, ინგლისმა, დანიამ და სომხეთმა მოაგროვეს 9 ქულა შესარჩევის პირველ სამ მატჩში.

შეწყდა გერმანიის ნაკრების 17-მატჩიანი მოგებების სერია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში.

ინგლისი მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებში შინ 30 მატჩია (27 მოგება, 3 ფრე) არ მარცხდება და 21-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ლიდერი გახდა გატანილი პენალტების რაოდენობით – 10. მან ფრენკ ლემპარდს გაუსწრო.

ჰარი კეინი მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებში ზედიზედ 12 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. მას ბოლო 21 მატჩში 30 ქულა (22 გოლი+8 პასი) აქვს.

ინგლისმა პოლონეთთან ბოლო 20 მატჩში ერთხელ წააგო.

ანტუან გრიზმანმა 35-ე გოლი გაიტანა ნაკრებში. მან გაუსწრო დავიდ ტრეზეგეს და მეოთხე ადგილზე გადავიდა. წინ არიან მიშელ პლატინი (41), ოლივიე ჟირუ (44) და ტიერი ანრი (51).

უგო ლორისმა 123-ე მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში. ამ მაჩვენებლით ის დაეწია ტიერი ანრის და მასთან მეორე ადგილს იყოფს. რეკორდსმენია ლილიან ტურამი – 142 მატჩი.

იტალიის ნაკრები რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით 25 მატჩია (20 მოგება, 5 ფრე) არ მარცხდება. უფრო გრძელი სერია ვიტორიო პოცოს ჰქონდა (1935-39, 30 მატჩი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაშოუ მუნდიალის შესარჩევში: ხვიჩას ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს

ვიდეო: ბითაძის 7 ქულა და წაგება მაიამისთან