ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტური დაიწყო და მასპინძელმა გერმანიამ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. დღე კი მოულოდნელი შედეგით დაიწყო. ურთულეს ჯგუფში მოხვედრილმა ალბანეთმა პირველი ქულა აიღო და ქულები წაართვა ხორვატიას.
B ჯგუფი
ხორვატია – ალბანეთი 2:2
19 ივნისი. ჰამბურგი. “ფოლკს პარკ შტადიონი”. 46 784 მაყურებელი
გოლები: 0:1 ლაჩი (11. ასანის პასით), 1:1 კრამარიჩი (74. ბუდიმირის პასით), 2:1 გიასულა (76. საკ. კარში), 2:2 გიასულა (90+5)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი, შუტალო, გვარდიოლი, პერიშიჩი (84. სოსა), მოდრიჩი, ბროზოვიჩი (46. მარიო პაშალიჩი), კოვაჩიჩი, მაიერი (46. სუჩიჩი), პეტკოვიჩი (69. ბუდიმირი), კრამარიჩი (84. ბატურინა)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
ალბანეთი: სტრაკოშა, ჰისაი, ჯიმშიტი, აიეტი, მიტაი, ასლანი, რამადანი (85. ჰოჯა), ლაჩი (73. გიასულა), ბაირამი, ასანი (64. სეფერი), მანაი (85. დაკუ)
მწვრთნელი: ჟუნიორ სილვინიო
გაფრთხილება: ჰისაი (76), დაკუ (90+4), გიასულა (90+8)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ანდრეი კრამარიჩი
ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ევრო 1996 წლის შემდეგ ხორვატიას ერთ ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) ორი მატჩი ზედიზედ არასოდეს წაუგია.
A ჯგუფი
გერმანია – უნგრეთი 2:0
19 ივნისი. შტუტგარტი. “შტუტგარტ არენა”. 51 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 მუსიალა (22. გიუნდოგანის პასით), 2:0 გიუნდოგანი (67. მიტელშტედტის პასით)
გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რიუდიგერი, ტა, მიტელშტედტი, ანდრიხი- (72. ემრე ჯანი), კროოსი, მუსიალა (72. ფიურიხი), გიუნდოგანი (84. უნდავი), ვირტცი (58. სანე), ჰავერტცი (58. ფიულკრუგი)
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
უნგრეთი: გულაჩი, ფიოლა, ორბანი, დარდაი, ბოლა (75. ადამი), ა. ნადი (64. კლაინჰაისლერი), შეფერი, კერკეზი (75. ზ. ნადი), შალაი- (87. სობოტი), სობოსლაი, ვარგა (87. გაზდაგი)
მწვრთნელი: მარკო როსი
გაფრთხილება: ვარგა (22), რიუდიგერი (27), მიტელშტედტი (89), სობოტი (90+4)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ილქაი გიუნდოგანი
ტონი კროოსმა 124 ზუსტი პასი შეასრულა უნგრეთთან მატჩში, რაც ევროპის ჩემპიონატებზე მეორე საუკეთესო შედეგია ჩავის (127 პასი ევრო 2012-ზე) შემდეგ.
მანუელ ნოიერმა მე-17 მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და კიდევ ერთ ლეგენდარულ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.
გერმანიის ნაკრებმა პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატის 2 სასტარტო მატჩი ევრო 2012-ის შემდეგ. გერმანელებს ანალოგიური მიღწევა ჰქონდათ 1980 და 1996 წლის ჩემპიონატებზე.
გერმანიის ნაკრები მხოლოდ მეორე გუნდია ნიდერლანდების (ევრო 2008) შემდეგ, ვინც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე პირველ ორ მატჩში 7 გოლი გაიტანეს.
უნგრეთს არ მოუგია ევროპის ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩში (4 ფრე, 4 წაგება). ფინალურ ეტაპზე მათ უკანასკნელად ავსტრია დაამარცხეს (2016, 2:0).
გერმანია და უნგრეთი დიდ ტურნირზე ერთმანეთს პირველად მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატზე შეხვდნენ. მაშინ პირველი მატჩი უნგრელებემა 8:3 მოიგეს. თუმცა უკვე ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა.
უნგრეთი და გერმანია ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი 2:2 დასრულდა.
დიდ ტურნირებზე გერმანიისა და უნგრეთის ბოლო სამ შეხვედრაში (ამ მატჩამდე) 20 გოლი გავიდა (საშუალო 6.7 გოლი ერთ მატჩში)
შოტლანდია – შვეიცარია 1:1
19 ივნისი. კიოლნი. “რაინ ენერგი შტადიონი”. 42 711 მაყურებელი
გოლები: 1:0 მაკტომინეი (13. მაკგრეგორის პასით), 1:1 შაჩირი (26)
შოტლანდია: განი, რალსტონი, ჰენდრი, ჰენლი, ტირნი (61. მაკკენა), რობერტსონი, მაკტომინეი, გილმორი (79. მაკლინი), მაკგრეგორი, მაკგინი (90. კრისტი), ადამსი (90. შენკლენდი)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, ვიდმერი (86. სტერჯუ), ჯაკა, ფროილერი (75. სიერო), შაჩირი (60. ემბოლო), ებიშერი, ვარგასი (75. რიდერი), ნდოიე (86. ამდუნი)
მწვრთნელი: მურატ იაკინი
გაფრთხილება: როდრიგესი (31), მაკტომინეი (51), მაკკენა (68), მაკგინი (71), სიერო (86)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: მანუელ აკანჯი
„ჩიკაგოში“ მოთამაშე ჯერდან შაჩირი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა გოლი, როგორც სამხრეთ ან ჩრდილოეთამერიკული კლუბის წარმომადგენელებმა.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა მეტი გოლი საჯარიმოს გარედან დიდი ტურნირებზე, ვიდრე ჯერდან შაჩირმა (3).
შაჩირი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო 6 დიდ ტურნირზე გოლი აქვს გატანილი – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მის ანგარიშზე 10 გოლია.
შაჩირი პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის სამ სხვადასხვა ჩემპიონატზე (2016, 2020, 2024) გაიტანა გოლი.
შოტლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს მოიგო – მაკკოისტის გოლით, 1:0. მაშინ მისი მეტოქე შვეიცარია იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings