დაიწყო მეორე ტურის მატჩები და უკვე ბევრ რამეს ნათელი ეფინება. მათ შორის იმას თუ რომელი გუნდი განაგრძობს ბრძოლას და რომელი ალაგებს ბარგს შინისკენ გასამგზავრებლად.
გუშინ, ტრადიციულად, 4 მატჩი გაიმართა და კანადა იმ ნაკრებთა ნუსხაშია, რომელიც მუნდიალს დაემშვიდობა.
ხორვატიასთან გამართული მატჩი კანადელთათვის მძიმე აღმოჩნდა. მე-2 წუთზე ალფონსო დევისმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ ევროპელებმა 4 ბურთის გატანა მოახერხეს და 4:1 გაიმარჯვეს. კანადას 2 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და მუნდიალს დაემშვიდობა.
ჯგუფის მეორე მატჩში, ბელგია მაროკოსთან 0:2 დამარცხდა და ბოლო ტურისწინ, ამგვარი სიტუაციაა: ხორვატიასა და მაროკოს 4-4 ქულა აქვთ, 3 ბელგიას კანადას კი 0.
დღის უპირველესი მატჩი კი იაპონიასა და კოსტა რიკას შორის გაიმართა, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა და ესპანეთთან განცდილი უმძიმესი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვეს.
ბოლოს კი იყო ესპანეთი ვერსუს გერმანია. მატჩი, რომელმაც გერმანელთა არაერთი პრობლემა გამოაჩინა. ალვარო მორატამ 62-ე წუთზე ფურია როხა დააწინაურა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ გერმანია ჯგუფში რჩებოდა, მაგრამ ცვლილებაზე გამოსულმა ფიულკრუგმა ტაბლოზე პარიტეტი დააფიქსირა და გერმანიამ 1/8 ფინალში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
ჯგუფში ესპანეთია საუკეთესო 4 ქულით. იაპონიასა და კოსტა რიკას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო გერმანია 1 ქულით ბოლოზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings