in

გენო პეტრიაშვილმა ჩინელი მეტოქეც დაამარცხა და წინ მიიწევს

მეორე გამარჯვება მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა.
1/4 ფინალურ შეხვედრაში ქართველო ფალავანი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

გენომ ისევ თავის სტილში, ძალიან დამაჯერებლად წარმართა ორთაბრძოლა. ქართველმა ფეხში შესვლით 2 ქულიანი გდებაზე დააგდო მეტოქე, შემდეგ ჩოგჯენში მისი დატრიალებაც შეძლო და პერიოდი 4:0 მოიგო.

მეორე პერიოდში გენომ ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოიგო. მეტოქედ არაფრის გაკეთების საშუალება მისცა და მსაჯებმა დენგს 30 წამიანი დრო მისცეს ქულის გასაკეთებლად, მაგრამ პეტრიაშვილს ვერაფერი მოუხერხა და პირიქით გენოს მისცეს ქულა.

შეხვედრის მიწურულს გენომ ზედმეტად გარისკა ფეხში შესვლა, რითაც ჩინელმა ისარგებლა და ქართველი 2 ქულიან ილეთზე ჩაიყოლა, მაგრამ მეტი ვერაფერი მოახერხა.

საბოლოოდ, 5:2 და გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში ირანელ ჰასეინ ზარეს დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავთანდილ კენჭაძემ მრისხანე ჩამიზოს ვერაფერი მოუხერხა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

უდიდესი სენსაცია:ტაჰა აკგული 1/4 ფინალში დამარცხდა