გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
ქართველმა მძიმეწონოსანმა პოლონელი რობერტ ბარანი 9-2 დაამარცხა და ნახევარფინალური საგზური მოიპოვა.
ფინალისკენ გზაზე პეტრიაშვილის მეტოქე იქნება აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი.
გენო პეტრიაშვილმა დამაჯერებლად დაიწყო.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა მერვედფინალში 11-0 დაამარცხა უკრაინელი ოლეკსანდრ ხოტსიანივსკი და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings