in

გენიალური ნადალი: სასწაული მატჩი და 21-ე დიდი სლემი კარიერაში

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა გენიალურმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანილ მედვედევი ხუთსაათნახევრიან ტრილერში დაამარცხა და კარიერაში 21-ე დიდი სლემი მოიპოვა.

ამ მაჩვენებლით 35 წლის ესპანელმა ფედერერსა და ჯოკოვიჩს გადაასწრო, რომლებსაც კარიერაში 20-20 დიდი სლემი აქვთ მოგებული. შეხვედრა 5:28 საათი გაგრძელდა და პირველი ორი სეტი მედვედევმა 2:6,6’7 მოიგო, მაგრამ რაფამ თავისი ცივსისხლიანობა გამოავლინა და მეტოქეს ზედიზედ სამი სეტი მოუგო-6:4,6:4,7:5

რაფაელ ნადალი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 2-სეტიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მიქელთაძის გოლი, რომელიც ქართველმა ფორვარდმა გარდაცვლილ მამას მიუძღვნა

ვიდეო: ნინიაშვილისა და აფრასიძის შემდეგ, Top 14-ში გორგაძემაც გაიბრწყინა