in

გელაშვილის გოლმა სპეცია გადაარჩინა, ჩაკვემ პირველი გაიტანა

იტალიის სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ“ „მოდენას“ უმასპინძლა – 1:1. ეს ქულა კი ქართველი ივა გელაშვილის დამსახურებაა, ჩვენიანმა სულ ბოლოს, 90+2 წუთზე გაიტანა – ივა საჯარიმოში ჩავიდა, ჩაწოდებულ ბურთზე ყველას აჯობა და თავით შეაგდო.

გელაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. სწორედ მის გამო დაინიშნა „სპეციას“ კარში პენალტი და სტუმრები დაწინაურდნენ.

გელაშვილს საკმაოდ კარგი, 7.4 ქულა დაუწერეს.

„სპეცია“ 17 ქულით აუტსაიდერთა ზონაშია.

ამასობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპში სადებიუტო გოლი გაიტანა. თუმცა, ეს გოლი მხოლოდ პრესტიჟისაა – „ბრისტოლმა“ „უოტფორდს“ 4:1 მოუგო.

„უოტფროდი“ მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით აგებდა, როცა ჩაკვეტაძემ თანაგუნდელებს მატჩის შემოტრიალების საშუალება მისცა და 49-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.

გიორგი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე და სამ წუთში შეაგდო. მისი შეფასება 7.0-ია.

„უოტფორდი“ 34 ქულით მე-10 ადგილზეა.

Watford FC Season. 2023-24 26/12/2023 Pic Alan Cozzi Archive. Watford v Bristol City Championship Giorgi Chakvetadze of Watford scores 1-2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპული კლუბების ახალი რეიტინგი: სიტი პირველია

თბილისის დინამო ყველაზე ძვირი ქართული გუნდია