ანტონიო კონტე ოფიციალურად ტოვებს მილანის „ინტერის“ მწვრთნელის პოსტს. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.
„ინტერს“ სურს მადლობა უთხრას ანტონიოს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის, რომელმაც სკუდეტოს მოგებამდე მიგვიყვანა. ანტონიო კონტე სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში“, – ნათქვამია „ინტერის“ განცხადებაში.
ადრე დაიწერა, რომ კონტე „ინტერიდან“ წასვლას ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო აპირებდა. იტალიელი არ დაეთანხმა კლუბის სამომავლო პოლიტიკას.
გასულ სეზონში კონტემ „ინტერი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა და ამით „იუვენტუსის“ 9-წლიანი ჰეგემონია დაასრულა.
„ინტერს“ სკუდეტო 2009/10 წლების შემდეგ არ მოუგია.
GIPHY App Key not set. Please check settings