in

გაქრა თუ არა ნორვეგიელთა შანსები: როგორ ეხმაურებიან ჰოლანდის ტრამვას

საქართველოს ნაკრები 28 მარტს ნორვეგიასთან მატჩით ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს იწყებს. მეტოქის რიგებში დიდზე დიდი დანაკლისია. მთავარი სუპერვარსკვლავი და იმედი ერლინგ ჰოლანდი გამოაკლდა. ბუნებრივია იქაურ პრესაში ამ ამბავს დიდ ყურადღებას უთმობენ.

მარბელაში მყოფმა ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ჟურნალისტებს ვითარება განუმარტა. იწერება, რომ იმედგაცრუებული არიან, თუმცა გუნდის ლიდერის გამოკლებით არაფერი შეიცვლება, რადგან სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, ესპანეთთან თამაშის გეგმა თითქმის უცვლელი დარჩება, საქართველოსთან კი არაა გამორიცხული, ცვლილებებს მიმართოს.

„ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ასეთ სიტუაციაში საკვალიფიკაციო
ტურნირებისას ადრეც ვიყავით. 11 დღის განმავლობაში ჰოლანდზე არ გიპასუხებთ”, – აღნიშნა სოლბაკენმა.

ჰოლანდის ნაცვლად გუნდში „სოსიედადის“ თავდამხმელი ალექსანდერ სორლოტი გამოიძახეს, რომელიც ასევე გამოირჩევა თავისი გაბარიტებით, ის 195 სმ-ია. ის მძიმე ფორვარდია და ძლიერია მეორე სართულზე.

აი რას წერს ნორვეგიული პრესა:

„სორლოტი უნდა ყოფილიყო ჯოკერი, ჰოლანდის დამხმარე. ახლა კი სწორედ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ტრავმა, ვისიც მეტოქეს ყველაზე მეტად ეშინია, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის გეგმებზე დიდი დარტყმაა.

ჰოლანდთან ერთად ნორვეგია საშუალოდ ორ ქულას აგროვებდა, მის გარეშე – 1,5 ქულას. ჰოლანდთან ერთად, ნორვეგია საშუალოდ ორ გოლს იტანს, მის გარეშე – ერთს. ჰოლანდმა 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რაც ნორვეგიის გოლების 47 პროცენტია – 15 გოლი 32-დან.

ახლა უნდა შეადგინოთ სხვა გეგმა, მის გარეშე. ამ გეგმაშია სორლოტი. ის სეზონის დასაწყისში კარგ ფორმაში იყო, ბოლოს კი სკამზე ზის.

გუნდმა ჰოლანდის გარეშე სხვანაირად უნდა ითამაშოს. სიღრმიდან გადაცემები ბევრი არ იქნება, სიმწვავე მოგვაკლდება, მაგრამ ედეგორი ხომ კვლავ სათავეშია. ის გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა.

მოკლედ, გუნდმა უნდა დაივიწყოს ჰოლანდი, უნდა შეცვალოს გეგმები და მოიფიქრს რაღაც ახალი“.

ნორვეგიული Dagbladet სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლებოდა შემთხვეოდათ.

ექსპერტი კარლ-ერიკ ტორპი ამბობს, რომ ჰოლანდის ტრავმა წარმოუდგენელი დანაკლისია, რადგან სწორედ ის ქმნის ყველაზე დიდ სხვაობას ეროვნულ გუნდს და ახლა მათი შანსები თითქმის გაქრა.

ჰოლანდის ტრავმას ესპანელებიც გამოახმაურნენ (25 მარტს შინ ეთამაშებიან ნორვეგიას). „მარკა“ ჰოლანდის ტრავმას ესპანეთის დაცვისთვის შვების მომგვრელს უწოდებს, ხოლო AS წერს, რომ ეს მათი მეტოქისთვის დიდი დარტყმაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა გაძვირდა: ქართველი ყველაზე ძვირადღირებულებში მეორეა

ვინ არის ფრანგ ბავშვებში ყველაზე პოპულარული