საქართველოს ნაკრებს ხვალ მეორე მატჩი აქვს ევრო 2024-ზე და ჩეხეთთან შეხვედრისთვის გუნდი მზადებას შეუდგა. ვარჯიშამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ:
ნაკრებმა მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო: ვინც ითამაშა, დაისვენა – დღეს პრესკონფერენცია
“მიუხედავად კარგი თამაშისა, დავმარცხდით და ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. თუმცა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის დონის გუნდთან მარცხის შემდეგ გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა და ბევრი მომენტი შექმენი, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
ყველა ვთანხმდებით, რომ აქ ტურისტებად არ ვართ წამოსულები და გვსურს შედეგის მიღწევა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება დღეს დავიწყეთ.
ბევრად ნაკლები იყო ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. ჩვენც იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით – ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები წავიდნენ სტადიონიდან”.
ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის: ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას
GIPHY App Key not set. Please check settings